26 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს გამოიყენოს უდიდესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის - გივი მიქანაძე

ოპოზიციის ნაწილის მცდელობას, შოვის სტიქიის შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მმართველ გუნდში აფასებენ. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. 

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს გამოიყენოს უდიდესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. იმის ნაცვლად, სოლიდარულები ყოფილიყვნენ, ჩასულიყვნენ ადგილზე, აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ყველა შესაძლებელი სიტუაცია, მათ შორის, ასეთი უდიდესი ტრაგედიაც კი, გამოიყენოს იმისათვის, რომ ძლიერი პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და ხელისუფლის წინააღმდეგ, საზოგადოებაში გარკვეული სიბრაზე შეიტანოს. თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებაში ნდობა სრულად აქვს დაკარგული. 

სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან პირველივე წამიდან იყო რეაგირება და იმის განცხადება, რომ რეაგირება დაგვიანებული იყო, უსაფუძვლოა და არის იმის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე. 

დღის ამბები