26 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი რეალიზატორი დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი რეალიზატორი დააჯარიმა.  სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება კოორდინირებულად საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას, მოკვლევის პერიოდი 2022 წლის მარტი-აგვისტოა.

ბაზრის შესწავლის შედეგად დადასტურდა "ლუკოილ-ჯორჯიას", "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", "სან პეტროლიუმ ჯორჯიას", "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" და "რომპეტროლ საქართველოს" მიერ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის, ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.

"მოკვლევა დაიწყო 2022 წლის 16 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე, ასევე მას საფუძვლად დაედო ჩვენს მიერ განხორციელებული მონიტორინგი. კრიტიკულად იქნა დანახული მარტი-აგვისტოს პერიოდი. თემა ეხებოდა საქართველოში შემოდინებული გაიაფებული იმპორტის სათანადო დროში არ ასახვას საცალო ბაზარზე. აღნიშნული ქმედება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევად. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. აღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს გააგრძელებს,"- აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები