26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ჰეროიკული საქციელი და გმირობა დაგვეკნინებინა - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და მან გარკვეული არასწორი აღქმები შექმნა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ ჰქონია სურვილი, ვინმეს ღვაწლი, მონდომება და გმირობა იოტისოდენად მაინც შეებღალა და ბოდიში მოიხადა მათ წინაშე, ვინც მისი განცხადებები ამ კონტექსტში აღიქვა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ის იმ ადამიანების კატეგორიას არ განეკუთვნება, ვისაც ადამიანის მონდომების დანახვა არ შეუძლია.

"იმ დღეს, როცა ვსაუბრობდი, ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, როცა გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის. ის რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის რაც ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა, არავის, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი რაც ირაკლიმ გააკეთა. რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა - რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ", - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები