სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ "სქრინებს" მობილურში ინახავდა. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, მან უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა.
გენერალურმა პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება 157-ე პრიმა მუხლით წაუყენა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.