26 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
რუსთავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ლოკაციაზე დაიწყო

რუსთავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ლოკაციაზე დაიწყო. ამ ეტაპზე, 30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის სახელობის ქუჩაზე, მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის განახლება მიმდინარეობს. პროექტის ამ ნაწილის განხორციელების შემდეგ, სასმელი წყლის მიწოდება ხუთი სხვადასხვა მიკრორაიონის მოსახლეობას გაუუმჯობესდება.

პროცესის მონიტორინგის მიზნით, სამუშაოებს ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე, ამავე ქუჩის რეაბილიტაციის ახალი პროექტიც დააანონსა, რომელიც აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე განხორციელდება.

დღის ამბები