26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა

ნატო-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა. ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა მის სიტყვებს შეცდომა უწოდა.

"ამის შესახებ ჩემი განცხადება უკრაინაში სამომავლო სცენარების შესახებ უფრო ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და ასე არ უნდა მეთქვა,"- განაცხადა სტიან იენსენმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი უკრაინის დახმარებაა, რომლის შეიარაღებული ძალებიც კონტრშეტევას აწარმოებენ.

განცხადება გაკეთდა თეთრ სახლშიც. თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი განიხილება.

დღის ამბები