26 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
ჩემთვის ეს მიდგომა მიუღებელია, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე სტიან იენსენის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც "უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ".

კობახიძის თქმით, მისთვის ეს მიდგომა მიუღებელია და ესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში, საქართველოს პასუხი - კატეგორიული უარი იქნებოდა.

"პირადად ჩემთვის ეს მიდგომა მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც, მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-იც ოკუპირებულია. ჩვენ რომ ვინმემ გვითხრას, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, რა თქმა უნდა ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს პასუხი ბუნებრივია იქნება - უარი. აქედან გამომდინარე, მე აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები