საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ფასი გაიზარდა. ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საწვავის მარაგების შემცირების გამო, ფასებმა შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს.
ერთ-ერთ მიზეზად საერთაშორისო ექსპერტები უკრაინაში რუსეთის ომსაც ასახელებენ. მათი პროგნოზით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა შეიძლება ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბოს.
BBC-ის ცნობით, 13 აგვისტოს ბოლო მონაცემებით, ბენზინის ფასმა ლიტრზე საშუალოდ 149.1 ბრიტანული პენსი შეადგინა. სულ რაღაც ორ კვირაში, ის გაიზარდა 4 პენსით, რაც თებერვლის შემდეგ ფასებზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დიზელის ფასი ლიტრზე 150.6 პენსია - მაისის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.