26 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
16 აგვისტოდან 1 თვის განმავლობაში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება - მიზეზი, ქვათაცვენის საწინააღმდეგო პროექტის განხორციელებაა

თბილისის მერის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მოიხსნება არსებული ბადეები და ახალი თანამედროვე პროექტი განხორციელდება.

დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე ავტომობილების გადადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

"ახლა რაც გაკეთდა, ის საშიშროება მთლიანად მოხსნილია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას, იმისთვის, რომ შემდეგ ისევ არ განმეორდეს აღნიშნული პრობლემა. ის დამცავი ბადეები, რაც არის ამ კლდეებზე, ვერ უძლებს და ვერ აკავებს ჩამოშლილ მასას, რაც მაგალითად გუშინ დაფიქსირდა და იყო ასეთი ფაქტები. შესაბამისად, ცოტა განსხვავებული პროექტი განხორციელდება.

არსებული ბადეები მთლიანად მოიხსნება და ახალი, თანამედროვე პროექტი იქნება განხორციელებული. დაგეგმილი ღონისძიებების გამო 16 აგვისტოდან, 1 თვის განმავლობაში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილი გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები