26 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა უსაფრთხოა - ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა უსაფრთხოა.

მისი თქმით, უღელტეხილზე მეწყრის პოტენციური კერა იყო აღმოჩენილი, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და ამჟამად გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა.


ქარსელაძის განმარტებით, რიკოთი უსაფრთხოა და ამას ექსპერტების დასკვნებიც ადასტურებს.

"24 საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს წინსწრებად, ისე როგორც ეს დროებითი დაკეტვა და შემდგომი პროცედურები, შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად თავიდან იყოს არიდებული პოტენციური რისკიც კი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე, მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო.

ოთხივე მონაკვეთზე, გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადებული იქნა, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა პროცედურებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ რიკოთი ნამდვილად არის უსაფრთხო. ეს არ არის რაღაც ზეპირი მსჯელობა, ეს არის იმ დიდი გუნდის ძალისხმევა, რომელი გუნდის ძალისხმევასაც წარმოადგენს, როგორც კონტროლის მექანიზმები - საზედამხედველო კუთხით, დამოუკიდებლად ჩართული ექსპერტები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ჯგუფები, ძალიან კომპეტენტური ექსპერტები, რომლებიც საკუთრივ საავტომობილო გზების დეპარტამენტში არიან ჩართული და ამ ერთობლიობით, ჩვენ ნამდვილად დარწმუნებულები ვართ და რეალობაც ეს არის, რომ ის არის უსაფრთხო", - განაცხადა ქარსელაძემ.

დღის ამბები