საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ როდემდე გაგრძელდება სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები.
მისი თქმით, სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი.
"არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს კონკრეტული სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცაღა, პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი, თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი, სამწუხაროდ, გვიწევს ამ ძალიან მძიმე თემაზე საუბარი," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.