"სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VII", სვანეთში კონფერენცია გაიმართა, რომელიც ეთნოგრაფის, პუბლიცისტის, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის, ბესარიონ ნიჟარაძის, ხსოვნასა და მის 170 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კულტურის მინისტრმა. თეა წულუკიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.