როგორ შეუძლია ჩემს კორუმპირებულ პოლიტიკურ ოპონენტს, თაღლით ჯო ბაიდენს გამასამართლოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა დიდი სხვაობით ვიმარჯვებ - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნიუ ჰემფშირის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების გაპროტესტების უფლება ჰქონდა და თავის დროზე არჩევნები როგორც ჰილარი კლინტონმა ისე სტეისი აბრამსმაც გააპროტესტეს.
"თაღლით ჯოს ახლა უნდა, რომ ყაჩაღმა პროკურორმა, ამ შეშლილმა ბიჭმა სასამართლოს ბრძანება წარადგინოს და წამართვას ჩემი პირველი შესწორების უფლებები, რათა საუბარი არ შემეძლოს" - განაცხადა ტრამპმა