ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვის სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
შემიძლია გითხრათ, რომ 112-ში ცხელ ხალზე დაფიქსირდა ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიული საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღე არის ჯანმრთელად , ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. დეტალები ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, თუმცა ადამიანი იყო დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ სიიდან. დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელი
ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილია ერთი ადამიანის ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში გარდა ამისა აღმოჩენილია ადამიანის ფრაგმენტი, რომელიც ასევე პროზექტურაშია გადატანილი. ამ დრომდე მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. მდინარის კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა, რომელიც ამოღებულია კალაპოტიდან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პრიორიტეტში თავიდანვე იტყო მდინარის კალაპოტი. აბსოლუტურად ყველა ხიდზე განლაგებულია მონიტორინგის ჯგუფები, ასევე გადაადგილდებიან კალაპოტშიც და სწორედ ამ მონიტორინგის ჯგუფის მიერ იქნა ნაპოვნი აღნიშნული ცხედარი, ხიდის ქვეშ და ხვალ დილიდან უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოებს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.