26 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია ქვეყნის გაერთიანებაზე იზრუნოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

"ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას. 15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია. ომის შედეგად დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს უნდა ვუთხრათ და ბევრი ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას," - განაცხადა კალაძემ.

აგვისტოს ომის დაწყების თარიღზე დავას, კახა კალაძე სპეკულაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ დღეს საუბარი ზედმეტია.

"აბსოლუტურად გაუგებარია ეს თქვენი სპეკულაციები. გადახედეთ წარსულს! არ მინდა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე საუბარი, თუმცა ნახეთ, რომ 2013-2014 წლამდე, მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს გამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის და დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს", - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები