რაჭაში სტიქიის ზონიდან უკვე 140 ადამიანია გამოყვანილი. დილიდან ამ დრომდე უკვე შესრულდა 9 საევაკუაციო რეისი.
უსაფრთხო ადგილას გადაყვანილებს შორის არიან ბავშვებიც. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.
შეგახსენებთ, იმ 50 ადამიანიდან, ვისთანაც გუშინ მეწყერის დაწყებიდან გვიანობამდე კავშირი ვერ მყარდებოდა, 6 მათგანთან კავშირი გვიან ღამით შედგა. ისინი მამისონის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ. სტიქიას, სამწუხაროდ, ოფიციალური ინფორმაციით 2 ადამიანი ემსხვერპლა, რომეკლთა ცხედრებს დღეს გადმოიყვანენ და მათი იდენტიფიცირებაც დღეს მოხდება.