26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

შოვში, დილიდან განახლდა სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები. დილიდან 4 სევაკუაციო რეისი განხორციელდა. 

შოვში მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 4 საათზე ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები