დიდი ბრიტანეთის პრემიერი ლონდონში ლუდის ფესტივალს დაესწრო.
კამერებმა რიში სუნაკი იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც ფესტივალზე ლუდს ასხამდა. ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. იქ მყოფებმა სუნაკი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მისი მხრიდან ფესტივალზე ყოფნა ირონიაა, რადგან პრემიერმა დიდ ბრიტანეთში ალკოჰოლის გაყიდვაზე გადასახადი გაზარდა.