26 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი კლება, რაც -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

 
დღის ამბები