26 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
გარემოს დაცვისა მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სოფელ მარტყოფში "საქმიანი ეზოს" მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურმეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე "საქმიანი ეზოს" მშენებლობის მიმდინარეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში გაეცნო.

ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს "საქმიანი ეზოების" მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე "საქმიანი ეზო", რომლებსაც, წლის ბოლომდე, 20-მდე ახალი "საქმიანი ეზო" დაემატება. ამ ეტაპზე, სამუშაოები ყვარელში, ახმეტაში, ტყიბულში, საჩხერეში ცაგერსა და მარტვილში მიმდინარეობს.

ტყის კოდექსიდან გამომდინარე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ 2026 წელს სრულად ჩაანაცვლოს სოციალური ჭრის პრაქტიკა და მოსახლეობა უზრუნველყოს მდგრადი ტყისთსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. აქედან გამომდინარე, 2023-2024 წლები სააგენტოსთვის არის გადამწყვეტი და წარმოადგენს სისტემის აწყობისთვის მოსამზადებელ ეტაპს, რისთვისაც საჭიროა როგორც ტექნიკური, ასევე მატერიალური რესურსების მობილიზება.

სისტემის პილოტირებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტო საჭირო აღჭურვილობას შეიძენს, რისთვისაც გამოყოფილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის დაფინანსება, საიდანაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერაა.

დღის ამბები