26 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
პოლონეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საგარეო საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მრჩევლის, მარჩინ ფშიდაჩის განცხადების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი, ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

ნიკოლენკოს თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ელჩს უთხრეს, რომ განცხადა უკრაინელების უმადურობის შესახებ არ შეესაბამება რეალობას და მიუღებელია.

"დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინულ-პოლონური მეგობრობა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე მეტია. პოლიტიკამ არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაგება და სიმტკიცე. ვერანაირი განცხადება ვერ შეგვიშლის ხელს, ერთობლივად მოვიპოვოთ მშვიდობა და ავაშენოთ საერთო ევროპული მომავალი.” - თქვა ნიკოლენკომ.
მანამდე, საგარეო საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მრჩევლმა, მარჩინ ფშიდაჩიმ თქვა, რომ უკრაინისთვის კარგი იქნებოდა, თუ პოლონეთის დახმარების როლს დააფასებდა.

დღის ამბები