ჰოლივუდი გაფიცულია, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა გადასაღები მოედნიდან ქუჩაში გადაინაცვლეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს ჰოლივუდის უახლეს ისტორიაში სცენარისტების ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა. სცენარისტების ჰოლივუდის მსახიობებიც შეუერთდნენ. "კინომასხიობთა გილდიასთან" გაფიცულებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი. ასევე მოითხოვენ გარანტიას, რომ მათ შრომას არასდროს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი.
"კინომსახიობთა გილდიამ" რამდენიმე მოლაპარაკების მიუხედავად, გაფიცულებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ჰოლივუდის სცენარისტებს ორგანიზაცია "ამერიკის სცენარისტა გილდია" აერთიანებს, სადაც 10 000 ზე მეტი მწერალი მუშაობს. მათგან 9 ათასი უკვე გაფიცულია. "კინომსახიობთა გილდიაში" კი 160 000 -ზე მეტი მსახიობია, 70 000-ზე მეტი კი პროტესტის მხარდამჭერია. გაფიცულ მსახიობებს შორის არიან მერილ სტრიპი, რობერტ დაუნი ჯუნიორი, მეთ დეიმონი, ჯენიფერ ლოურენსი და ჯეინ ფონდა. გაფიცვას აპირებდნენ რეჟისორებიც, თუმცა მსახიობების და სცენარისტებისგან განსხვავებით , მათი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილებულია.
ერთობლივი გაფიცვის გამო, ამერიკული სატელევიზიო პრემია - ემის 75 -ე ცერემონია გადაიდო, რომელიც 18 სექტემბერს იყო დაგეგმილი. ერთ- ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ემის არსებობის ისტორიაში ცერემონიის გადადების მხოლოდ ერთი პრეცედენტი არსეობს - ეს იყო 2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტის გამო.
რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა ჰოლივუდის მსახიობებს და სცენარისტებს, მახრი დაუჭირა. რამდენიმე დღის წინ, "ოპენჰაიმერის" პრემიერაზე მისულმა ვარსკვლავებმა, წითელი ხალიჩიდან პირდაპირ გაფიცული მსახიობების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე გადაინაცვლეს.
ჰოლივუდს ყველაზე მასშტაბური გაფიცვა - 1960 წელს ახსოვს. მას შემდეგ, ეს ყველაზე ხანგრძლივი პროტესტია. ბოლოს სცენარისტები, 2007 წელს გაიფიცნენ. 100 დღის განმავლობაში, ჰოლივუდის ინდუსტრიამ 2 მილიარდი დოლარი იზარალა. პროტესტი ჰოლივუდში უკვე 4 თვეა, უშედეგოდ გრძელდება.