26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
სიცხისგან გამოწვეულ ხანძრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ისევ ებრძვიან - კანადაში 990 ცეცხლის კერიდან 613 კონტროლს არ ექვემდებარება

მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან მთელს მსოფლიოში. სტიქია მძვინვარებს კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. უკონტროლო ტყის ხანძრის გამო კანადის კოლუმბიის პროვინციაში მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

სტიქიას ერთი მეხანძრე ემსხვერპლა. კანადაში ამ დროსითვის მოქმედი 990 ცეცხლის კერიდან 613 კონტროლს არ ექვემდებარება. ხანძარია კალიფორნიის შტატშიც, სადაც სტიქიის ზონასათან ახლო დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. 2 მეხანძრე დაშავდა. ცეცხლის ქრობის პროცესს ხელს ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უშლის. დამწვარია ათობით ათასი ჰექტარი ტერიტორია.

ძლიერი დაკვამალიანებაა ლას-ვეგასში. ხანძართან გამკლავებას ცდილობს ევროპაც. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ხორვატიის საკურორტე ზონებში ათობით მეხანძრე და ავაიაცია მონაწილოებს. ხანძარი კონტროლირებადია უკვე საბერძნეთში, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გაჩენის ალბათობა კვლავ მაღალია.

ხანძარს ებრძვიან თურქეთის ტურისტულად ყველაზე აქტიურ კურორტებთან - ანტალიასა და ქემერთან. ცეცხლი აქ ტყის ფართობზეა მოდებული, სადაც ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილოებს ასობით მეხანძრე-მაშველი.

დღის ამბები