26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე გივი თარგამაძეზე: მხოლოდ გივია არ ემუქრება ქართველ პოლიციელებს - ეს არის "ნაცმოძრაობის" საერთო აზრი

მხოლოდ გივია არ ემუქრება ქართველ პოლიციელებს - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" საერთო აზრი - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, "ნაცმოძრაობას" ერთი სული აქვს, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი რამის გამო - რევანში მოაწყოს და სული ამოხადოს ყველას, ვინც სამშობლოს, პოლიციელის მუნდირს და წესრიგს იცავს.

"ეს არ არის მხოლოდ გივი თარგამაძის პოზიცია. მხოლოდ გივია არ ემუქრება ქართველ პოლიციელებს - ეს არის ნაციონალური მოძრაობის საერთო აზრი. ერთი სული აქვთ, ნებისმიერ ფასად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი რამის გამო - რევანში მოაწყონ და სული ამოხადონ ყველას, ვინც სამშობლოს, პოლიციელის მუნდირს და წესრიგს იცავს!!!" - წერს გვენეტაძე Facebook - ზე.

დღის ამბები