26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ნახევარი ევროპა ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, მათ შორის, უკრაინა - ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საგარეო ვაჭრობა 800 მილიარდ დოლარს აღემატება.

მისი განმარტებით, ნახევარი ევროპა ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, მათ შორის, უკრაინაც.

"ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საგარეო ვაჭრობა 800 მილიარდ დოლარს აღემატება. 2012-ში იყო დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ბელგიასთან, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და გაგიკვირდებათ, უკრაინასთანაც. ნახევარი ევროპა არის სტრატეგიულ ურთიერთობაში ჩინეთთან და პლუს, ვაჭრობის სტატისტიკა აიღეთ, 800 მილიარდს აღემატება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები