კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა.
მეორე დღის საფესტივალო პროგრამა მოიცავდა: თბილისის თოჯინების თეატრის სპექტაკლს, ფოლკლორულ ანსამბლ „მარგალიტისა“ და საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის გამოსვლებს.
ღონისძიებებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტები და ფრანგი სტუმრები ესწრებოდნენ.
29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი.