სამცხე-ჯავახეთი საქართველოს გამორჩეული მხარეა. შეიძლება ითქვას, რომ მესხური სამზარეულოს ყველა კერძი უნიკალურია. ბევრია ცნობილი მის შესახებ, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლის გარეშეც ამ კუთხის გასტრონომია წარმოუდგენელია.
ყველა მესხი ცივი ზამთრისთვის მზადებას ზაფხულიდან იწყებს. ახლა თუთის სეზონია. ივლისი სწორედ ის თვეა, როდესაც ყველა მესხურ სოფელში მიმდინარეობს თუთის კრეფა და მისგან დამზადებული პროდუქციის ზამთრისთვის მომარაგება.
თუთის და მისგან დამზადებული პროდუქციის გარეშე მესხეთი არ არსებობს. წლების წინ ბევრმა თუთის ბაღები გაჩეხა, მაგრამ დღეს ამ ხეებს ისევ რგავენ. მესხები ძველ ტრადიციებს იბრუნებენ.
ავტორი: გიორგი ქორქია