ლევილის ისტორიულ მამულში პირველი ქართული ფესტივალი გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება.
ფესტივალში მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან.