26 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
"შავაძე თუ მოღალატე იყო, უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ, ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ არა ამ შემზარავი ნაციონალებისთვის" - ალეკო ელისაშვილი

დავით დარჩიაშვილის განცხადებას პარტია "მოქალაქეების" ლიდერი გამოეხმაურა. საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებაზე. 

"ნაციონალების გამოსწორება არ იქნება არასდროს. მანიაკი ხალხია და ამ მანიაკების ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით შეიძლება. ოცნება უნდა წავიდეს აუცილებლად, მაგრამ ნაციონალები იქ უნდა დარჩნენ სადაც არიან. შავაძე თუ მოღალატე იყო უნდა დაეჭირათ და გაესამართლებინათ. ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ არა ამ შემზარავი ნაციონალებისთვის." - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელში. 

დღის ამბები