პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ტუან ფენგის განცხადებით, 28 ივლისს პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დაარსება.
მისი თქმით, ხელი ეწყობა ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციას და ასევე, ტრენინგების ორგანიზებას სხვადასხვა სფეროში.
"აქტიურად ვმუშაობთ კულტურის მიმართულებითაც, კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს საელჩოსთან. პატივცემული ბატონი არჩილ კალანდია ხშირად მონაწილეობს ჩვენს კონფერენციებში და ჩვენც ხშირად გვიწვევს აქტივობებზე. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩინელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციას და აგრეთვე, ორგანიზებას ვუწევთ ტრენინგებს სხვადასხვა სფეროში. 2023 წლის 3 ივლისს პრეზიდენტმა სი ძინპინმა მილოცვა გაუგზავნა ცივილიზაციისა და ჯანმრთელობის დაცვის მესამე კონფერენციას და სინოლოგთა პირველ მსოფლიო კონგრესს, რომლის მასპინძელიც პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტია. 28 ივლისს პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დაარსება. დღეს ჩვენ პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში მივესალმებით ქართველ პოეტს შოთა რუსთაველს. ეს ჩვენს გარემოს კიდევ უფრო მულტიკულტურულს გახდის. განსაკუთრებული წვლილისთვის აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ბიუსტის შემქმნელს, ბატონ იუენ სიქუნს, - ამის შესახებ პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგმა განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალში რამდენიმე მიმართულებით იგეგმება მუშაობის გაგრძელება, მათ შორის ჩინეთ-საქართველოს განათლების სფეროში ურთიერთკავშირის გაღრმავება.
"მომავალში ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას: ნიჭიერი ახალგაზრდობის აღზრდის ფონზე, ჩინეთ-საქართველოს განათლების სფეროში ურთიერთკავშირის გაღრმავება. ჩვენი მინისტრის მოადგილე ვუ იანიც აქ არის დღეს. შემდეგ ეტაპზე, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობით, განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას, მიზნად დავისახავთ მსოფლიო დონის ენობრივი უნივერსიტეტის აშენებას და მრავალ კარგ საქმეს გავაკეთებთ საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის ფარგლებში. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ საერთაშორისო მასშტაბით ჩინური ენის სწავლებისთვის, ასევე სინოლოგიასა და ჩინურ კვლევებში, რეგიონალურ და ქვეყნის კვლევებსა და ენათმეცნიერებაში და შევეცდებით ავაშენოთ მსოფლიო დონისა და მაღალი კლასის საგანი როგორც აკადემიური დისციპლინა.
ჩვენ შევქმნით ჩინეთ-საქართველოს საუნივერსიტეტო ალიანსს, ვიკისრებთ პასუხისმგებლობას და მხარს დავუჭერთ ჩინელი კოლეგების ბაზის შექმნას საქართველოში და უკეთეს მომავალს შევუქმნით ჩინეთსა და საქართველოს განათლების სფეროში. მეორე რიგში, ენისა და კულტურის ხიდად აღქმა ჩინურ და ქართულ ცივილიზაციებს შორის დიალოგის პლატფორმის გაფართოებისთვის წაგვადგება. ასეთი გაცვლის ნორმალიზებისთვის რეგულარულად გაიმართება სხვადასხვა კულტურული დღეები/კვირეულები, ისევე როგორც პატარა ბარი, - კაფეში, სადაც დღეს ვიკრიბებით ხოლმე, ბევრი ქართული სასმელია. ეს რეალურად არის ორ ცივილიზაციას შორის ურთიერთსწავლების მცირე მინიატურა. მესამე, ჩინეთსა და საქართველოს შორის ხალხთა შორის გაცვლის ხელშეწყობა მოხდება ახალგაზრდების გაცვლის საფუძველზე.
ჩვენ მოვუწოდებთ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს ეწვიონ ერთმანეთის ქვეყნებს და ჩაატარონ მეტი ახალგაზრდული ფორუმი ჩვენი მეგობრობის საერთო-სახალხო მხარდაჭერის განსამტკიცებლად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი დელეგაციის ვიზიტი ქვეყნის ლიდერის პირველი ვიზიტია პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის (BLCU) დაარსების შემდეგ. ის აუცილებლად შევა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის (BLCU,) ისტორიაში და გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ხელშეწყობაში. მივიჩნიოთ ეს, როგორც ახალი ათვლის წერტილი და ხელი შევუწყოთ ჩვენს ცივილიზაციებს შორის ურთიერთსწავლის მეტაფორული ხიდის მშენებლობასა და ჩინეთსა და საქართველოსთვის ნათელი მომავლის შენებას. 1962 წლიდან, დაარსების დღიდან, ჩვენი უნივერსიტეტი უშუალოდ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ჩვენი მიზანია, რომ ენის კვლევებში მსოფლიო ლიდერები გავხდეთ. მადლობა ყველას!," - აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.