26 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ვასილ მაღლაფერიძე დავით დარჩიაშვილზე - განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ბოლშევიკური ტროიკაც კი დახვრეტის გამოტანამდე ფორმალურ სხდომას მართავდა და ოქმს ხელს აწერდა. ბატონი დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ თუ ვინმე დამნაშავედ მიგაჩნიათ, ეს "თქვენი მიჩნევა" საკმარისი საბუთია საიმისოდ, რათა ადამიანი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენოთ და მიაყენებს კიდეც, თუ "ვლასტი" მოიგდო ხელში.

ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მის უკურნებელ მენტალურ ტრავმად დარჩებოდა, ასეთი ერთი რომ იყოს, თუმცა, საკმარისი მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

სიტყვის თავისუფლება იმითაცაა კარგი, რომ ნებისმიერი სიდამპლე გარეთ სააშკარაოზე გამოაქვს.

P.S. საინტერესოა, რომ ბატონი დ.დ. განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო. არადა სულ ტყუილად წუხს, სტრასბურგი სასამართლოს განაჩენების მართებულობას იხილავს, სასამართლოს გარეშე მკვლელებს სტრასბურგი რად უნდათ?!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე Facebook-ზე.

დღის ამბები