შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი გრძელდება - ფესტივალის მეორე დღეს მსმენელის წინაშე ლეგენდარული მუსიკოსი მარკუს მილერი წარდგა.
რიგით მე-16 ფესტივალი დღეს, 30 ივლისს დაიხურება. ჯაზ ფესტივალზე მისულებს ცნობილი ჯგუფი “ბრუკლინ ფანკ ესენშელი” დახვდება. წელს ფესტივალის ლოკაცია შეიცვალა, ის ახალ სივრცეში სანაპიროზე, “სთეიჯ 17”-ში ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია “ისთენ ფრომოუშენია”.