ბორჯომში "მუსიკალური საღამოს" ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. სცენას მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ამონტაჟებენ. ღონისძიებაზე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ფერადი და მხიარული კარნავალი.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი და ჯგუფი შერეკილები.