თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 22 პირი კი დაშავდა.
სამგზავრო ავტობუსი ერზრუმიდან ყარსის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.