"მუსიკალური საღამოები" მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად, ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. ამ წუთებში ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში. საღამოს კი თბილისიდან მიწვეული მომღერლებისა და მუსიკალური ჯგუფების გრანდიოზული კონცერტები დაასრულებს.
ღონისძიება საღამოს 7 საათზე დაიწყება. "მუსიკალური საღამოები" მთავრობის ინიციატივის თანახმად, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.