26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
იუნესკოს დელეგაცია ოდესაში - ორგანიზაცია ქალაქის ისტორიულ ცენტრში რუსეთის დაბომბვის შედეგად მიყენებულ ზარალს შეაფასებს

იუნესკოს დელეგაცია ოდესაში ჩავიდა და ქალაქის ისტორიულ ცენტრში რუსეთის დაბომბვის შედეგად მიყენებულ ზარალს შეაფასებს. როგორც ოდესის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, იუნესკოს წარმომადგენლები ქალაქში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან. 

იუნესკომ ოდესის ისტორიული ცენტრი თავის სიაში იანვარში დაამატა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 19 ივლისიდან 23 ივლისამდე რუსეთის არმიის მიერ ყოველდღიური დაბომბვის შედეგად ოდესაში დაზიანდა 28 არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ფერისცვალების ტაძარი. ტაძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო 23 ივლისის ღამეს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

დღის ამბები