ზაფხულის 31-ე საუნივერსიტეტო თამაშების მეორე დღე ჩინეთში - ტურნირი ქართველი წყალბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა.
პირველივე მატჩში საქართველოს გუნდმა მასპინძელ ჩინეთს მოუგო. ხოლო დღეს კორეელები დაამარცხა.
წელს საქართველოდან უნივერსიადაში მონაწილეობას 40 სტუდენტი იღებს. სპორტ პარკ სტადიონზე, სადაც ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშები იმართება, საქართველოს გუნდის წარდგენას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. სპორტის 18 სახეობაში ასპარეზობა 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორი: ოთო თევზაძე.