26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ომის 521-ე დღე უკრაინაში - რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშები სუმის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მიიტანეს

ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება - ომის 521-ე დღეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშები სუმის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მიიტანეს. დაიბომბა ქალაქი დნიპროც. თავდასხმების შედეგად განადგურდა ხორბლის მოსავალი, საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

გავრცელებულ ვიდეოში რუსი ოკუპანტების მორიგი თავდასხმის შედეგები კარგად ჩანს. ქალაქ დნიპროში სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაშავდა 9 ადამიანი, აქედან ორი მცირეწლოვანია.

მომხდარს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო სერვისი. ვოლოდიმირ ზელენსკი დღესვე იყო ბახმუტშიც, ფრონტის ხაზზე, სადაც სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღე მიულოცა.

ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად ისევ ბახმუტი რჩება, რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგზე უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას წარმატებით ახორციელებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, გვიან ღამით ყირიმში რუსული ძალების იარაღის საწყობი აფეთქდა. ომის 521-ე დღეს მატერიალურთან ერთად რუსეთმა დიდი ადამიანური დანაკარგიც განიცადა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 390 რუსი სამხედრო გაანადგურეს.

დღის ამბები