26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
მძღოლი, რომელმაც ავარიის დროს 25 წლის ორსული ქალი იმსხვერპლა, დააკავეს - ტრაგედია დღეს გლდანში მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, მძღოლი დააკავეს. 

ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ორ­სუ­ლი ემსხვერპლა. ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც  გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზიანა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მათივე იფნროამციით, დაკავებული პირი შუახნის მამაკაცია. 

დღის ამბები