გურიაში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით ქართული ჩაის ფესტივალი მიმდინარეობს. შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ქართველი მეწარმეები დამთვალიერებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობენ.
ფესტივალზე წარმოდგენილია ქართული ჩაი, თაფლი, ლორი, ღვინო, ქართული ნუგბარი და ჩირეული. ფესტივალში 60-მდე მეწარმეა ჩართული.
ასევე ტარდება ჩაის დამზადების მასტერკლასი, გურული ცეკვის პერფორმანსი გასართობი აქტივობები ბავშვებისათვის.
ფესტივალის მიზანი, გურიის მხარის სამეწარმეო პოტენციალის გაცნობა , ტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარებაა.
ჩაის ფესტივალი შეკვეთილში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მუსიკოსთა პარკის მხარდაჭერით გაიმართა.