26 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"თუ აუზს აქვს ქლორის სუნი, შესაძლოა, მასში იყოს ქლორამინი (Chloramine), შარდი ან ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა სითხეები" - ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი აუზების ჰიგიენასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ზაზა თელია წერს, რომ ქლორით ადეკვატურად დამუშავებულ აუზს სპეციფიკური სუნი არ უნდა ჰქონდეს.

"სტატისტიკით, მაგალითად, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 40% შარდავს საზოგადოებრივ აუზებში. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ საქართველოში ეს სტატისტიკა იგივე ან შეიძლება მეტიც იყოს.

მოგეხსენებათ, აუზების დამუშავება ხორციელდება ქიმიური საშუალებებით იმისათვის, რომ მოხდეს დაავადებების გავრცელების პრევენცია.

ქლორი, შესაძლოა, შეუერთდეს ორგანიზმიდან გამოყოფილ სითხეებს (შარდი, ფეკალიები) და გამოიწვიოს ქიმიური რეაქცია. ეს ქიმიური რეაქცია ამცირებს ქლორის რაოდენობას აუზში რაც, შესაბამისად, აღარ არის საკმარისი ბაქტერიების გასანეიტრალებლად

პირიქით, წარმოიქმნება ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი.

ამ ქლორამინს (Chloramine) აქვს ქლორისთვის დამახასიათებელი სუნი და ადამიანებში ის ასოცირდება ქლორის სუნთან. თუმცა, სუფთა, დამუშავებულ აუზს არ უნდა ჰქონდეს სუნი, ანუ ქლორით ადეკვატურად დამუშავებულ აუზს არ აქვს სუნი

ამრიგად, თუ აუზს აქვს ქლორის სუნი - შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი (Chloramine), შარდი ან ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა სითხეები," - წერს ზაზა თელია.

დღის ამბები