26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომელიც ცალსახად მეტყველებს, რომ ახალი ფურცელი იშლება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში - გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს. მისივე თქმით, ვიზიტის შედეგად ახალი ფურცელი იშლება საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ ვიზიტად, ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. ცალსახად მეტყველებს, რომ ახალი ფურცელი იშლება საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობაში. ეს არის ორიენტირებული ძალიან ძლიერ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკასთან საქართველოს დაახლოებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ექსპორტი გაიზრდება, ტურისტების რაოდენობა იმატებს, ეს კი დამატებითი შემოსავლებისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტია,"- აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები