26 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ დაადასტურა, რომ მას განახლების რესურსი არ გააჩნია - ანა ბუჩუკური

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ "გამარჯვების პლატფორმაში" გაერთიანებას არ აპირებენ. "ლელოს" წევრის ირაკლი კუპრაძის თქმით, მათი მიზანი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საკუთარ თავს არ განიხილავს "ლელო", მიზეზი,  არაფორმალური მმართველობაა"

"ორპოლუსიანობის პროცესში ჩვენ არ წარმოგვიდგენია რომელიმე პოლუსის გაძლიერება. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევასრულოთ საზოგადოების დაკვეთა, რაც არის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მათი პარტიისთვის "ნაციონალურ მოძრაობა" და "ქართულ ოცნება" წითელი ხაზია.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ დაადასტურა, რომ მას განახლების რესურსი არ გააჩნია. შეიძლება ვიღაცას არ სჯერა "ნაცმოძრაობის" მიღმა ვინ ადამიანები დგანან, მაგრამ ეს ხომ ფაქტია და მოცემულობაა. გახარიას გუნდი, პარტია "საქართველოსთვის" არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს და წერტილი. ჩვენთვის წითელი ხაზია "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ეს ორივე არის ამ ქვეყნის წარსული,"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები