26 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
ჩინეთი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია -საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩენგდუში, ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნას დაესწრო

ჩინეთში 31-ე ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. ქალაქ ჩენგდუშის ცენტრალურ სტადიონზე საკუთარი ქვეყნის დროშები ახალგაზრდა სპოტრტსმენებმა წარადგინეს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიების გახსნას პირადად ესწრებოდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

წელს საქართველოდან უნივერსიადაში მონაწილეობას 40 სტუდენტი იღებს. სპორტ პარკ სტადიონზე, სადაც ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშები იმართება, საქართველოს გუნდის წარდგენას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. ძიუდო, წყალბურთი, წყალში ხტომა და ცურვა - სპორტის ამ სახეობებში იასპარეზებენ ქართველი სტუდენტები საუნივერსიტეტო თამაშებში.

სპორტის 18 სახეობაში ასპარეზობა 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სულ დაგეგმილია 269 შეჯიბრი, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ათასობით სტუდენტი. სტუდენტური ოლიმპიადის მონაწილეებს მიმართა ღონისძიების პრეზიდენტმაც.

მსოფლიოს სტუდენტური თამაშები 1959 წლიდან იმართება. 31-ე ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშები 8 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება. გამარჯვებულებს ჩენგდუს Open Air Music Park-ში დაგეგმილ ცერემონიაზე დააჯილდოვებენ.

დღის ამბები