26 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომელშიც ვერ ჯდება სოხუმის აეროპორტის საქმიანობა - გიორგი ვოლსკი

არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომელშიც ვერ ჯდება სოხუმის აეროპორტის საქმიანობა, ჯერჯერობით ყველაფერი ლაპარაკის დონეზეა და საკითხავია, დაძაბული ელემენტების შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება ან ვინმე სხვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა. გია ვოლსკი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას, სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე. 
 
მისი თქმით, ისინი მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. 
 
"რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ახალი ამბავია, ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, ბიუჯეტიც დათვლილია, თუმცა, არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომელშიც ვერანაირად ვერ ჯდება სოხუმის აეროპორტის საქმიანობა, ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი ლაპარაკის დონეზეა და დაძაბული ელემენტების შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება ან ვინმე სხვას, საკითხავია. ჩვენ გვახსოვს სხვა პროვოკაციული განცხადებებიც, ბიჭვინთის დამცველებს რომ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილმა მაშინ, როცა ამას ნამდვილად არათუ არ საჭიროებენ, პროვოკაციად მიიჩნევენ ის ადამიანები, ვინც დგანან და აპროტესტებენ. ასე რომ, ყველაფერი დროებითია, მიმდინარე პროცესები საკმაოდ რთულია და ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას," - განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები