ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობა იზრდება. როგორც "პოლიტიკო“ წერს, მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რიცხვი, 705-ის ნაცვლად, 720 გახდება.
შესაბამისი წინასწარი შეთანხმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა უკვე გააფორმეს.
ყველაზე მეტი დეპუტატი ევროპარლამენტში დაემატება საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს. თითოეული ქვეყნიდან ახალი მოწვევის ევროპარლამენტში 2-ით მეტი კანონმდებელი იქნება წარმოდგენილი. დამატებით თითო-თითო დეპუტატს ახალ პარლამენტში შეიყვანენ ავსტრია, ბელგია, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი, ლატვია, ირლანდია და დანია.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ეს ჯერ კიდევ წინასწარი შეთანხმებაა, რომელიც ევროკავშირის საბჭომ და თავად ევროპარლამენტმაც უნდა დაამტკიცონ.