26 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
აფრიკის ლიდერები ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებენ

აფრიკის ლიდერები ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებენ. ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების მიღწევას მისი ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

"მოუთმენლად ველი მარცვლეულის საკითხზე შეთანხმების მიღწევას, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის საჭიროებებსა და ინტერესებს ითვალისწინებს და ბოლოს მოუღებს მარცვლეულის ფასებზე მუდმივ ზრდას," - აცხადებს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ალ-სისი.

პუტინი კი მარცვლეულზე ფასების ზრდას დასავლური პოლიტიკის შეცდომებს უკავშირებს.

"რა თქმა უნდა, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, გარკვეულწილად ამძაფრებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდას. მაგრამ, ეს არ არის მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი არის ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების ძირითადი შეცდომები ფინანსურ და ენერგეტიკულ პოლიტიკაში. ეს არის მიზეზი, რის გამოც სურსათზე ფასები საბოლოოდ გაიზარდა," - აცხადებს პუტინი.

დღის ამბები