26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ეკა სეფაშვილი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება საერთაშორისო ვალდებულებებს

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება.

მედიასთან საუბრისას სეფაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დადებითი შეფასებები საქართველოს რადიკალური ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე ამბავია, რადგან ისინი სულ ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ საქართველო გარეულია ე.წ. შავი ხვრელების უზრუნველყოფაში.

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება საერთაშორისო ვალდებულებებს, ფინანსური თვალსაზრისით თუ სხვა ტიპის სანქციებისგან თავის არიდების მიმართულებით, არის ძალიან მძიმე ამბავი საქართველოს მტრებისათვის და საქართველოში არსებული რადიკალური ოპოზიციისათვის, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ საქართველო გარეული იყო შავი ხვრელების უზრუნველყოფაში," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები