საბერძნეთში ისევ ხანძარია - ქალაქ ვოლოსთან საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა. ძლიერმა ქარმა და ხანძარმა ცენტრალურ საბერძნეთში კიდევ ორი ადამიანი იმსხვერპლა, შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
გაიცა ახალი ევაკუაციის ბრძანება, ათენის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო ზოლის მოსახლეობამ სახლები უნდა დატოვოს, რადგან ხანძარი ხელახლა გაჩნდა.