26 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
უკრაინელებმა ოკუპანტებისაგან დონეცკის ოლქის სოფელი სტარომაიორსკე გაათავისუფლეს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. დაიბომბა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი, დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიასაც შეუტიეს.

საარტილერიო შეტევა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, დაიჭრა ერთი ადამიანი. უკრაინელები წინ მიიწევენ ბახმუტის სამხრეთით, სამხედროების ინფორმაციით, მათ ოკუპანტებისაგან დონეცკის ოლქის სოფელი სტარომაიორსკე გაათავისუფლეს.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ამერიკული "აბრამსის" ტიპის ტანკების უკრაინაში სავარაუდოდ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდება.

დღის ამბები